ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ისტორიული სახელი დაუბრუნდა

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის დასახელებაში ცვლილება განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ წმინდა სინოდის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა განაცხადა, ეპარქიას დღედან მისი ისტორიული სახელი - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია ეწოდება. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, საკითხი ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა დააყენა და მსჯელობის შემდეგ, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა წარმოადგინა ისტორიული დოკუმენტაცია, მისდამი რწმუნებული ეპარქიის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს, მიტროპოლიტებმა ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ – მანგლისისა და თეთრიწყაროს და თეოდორე ჭურაძემ – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის. კრებამ მოისმინა, იმსჯელა და დაადგინა: აღდგეს ისტორიული ეპარქია და ეწოდოს შემდეგი სახელი - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია“, - აღნიშნულია განჩინებაში, რომელიც საზოგადოებას მეუფე დავითმა წარუდგინა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა