ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ დატოვებაზე - მე ვარ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ახალი წლის შემდგომ ისაუბრებს. ამასთან, ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს.

„ჩემს გეგმებზე ვისაუბრებ მოგვიანებით. ჩემთვის მთავარია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ განწესების ეს პროცესი შეჩერდა, ჩემთვის მთავარია ასევე, არ შეჩერდეს კომიტეტის საქმიანობა. ბევრი მიმდინარე პროექტია დაწყებული, ბევრი მიმდინარე კანონპროექტია, რომელზეც ვმუშაობდი და ეს საკითხები რომ არ დაზიანდეს, უნდა გავიარო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან. ამის შემდეგ, ახალი წლების შემდეგ, მექნება დრო, რომ ვისაუბრო ჩემს გეგმებზე. მე ვარ იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ვარ. გუნდურობასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებებიც არის არაკორექტული. მე ვარ ამ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. თუმცა მომავლის გეგმებზე, სად გავაგრძელებ საქმიანობას პარლამენტში, ამაზე ახალი წლის შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების საკითხზე კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა.

„პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი და მაქვს კომუნიკაცია. გადაწყვეტილების მიღებამდეც მქონდა მასთან საუბარი. არ მინდა ამ თემებზე საუბარი“, - აღნიშნა ბესელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე