ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს, 1988 წელს დაბადებული, ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.შ. პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურს თავს დაესხა და მეპატრონეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხას სთხოვდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დაცვის პოლიციის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ბ.შ., კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი: ავტომატი და პისტოლეტი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა