ანონსი 30 დეკემბერი

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვარკეთილის ხიდებთან (აეროპორტის გზაზე) თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხიდების რეაბილიტაცია

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით, ,,თბილისი მოლში“ (მესამე სართული) გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის "დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში" მეექვსე ნაკადის გუნდები.