ეკა ბესელია  - არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება

საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც იურიდიული კომიტეტიდან მისი წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, პრინციპული საკითხია, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც სწორი პოზიცია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შესახებ. ეკა ბესელიამ მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი საკითხი მისი საქართველოში არყოფნის დროს იხილება.

„მე არა ვარ საქართველოში და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს იხილება ეს საკითხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, რადგან ირაკლი კობახიძემ იცოდა ამის თაობაზე. საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. რაც შეეხება გედის კომიტეტიდან გაყვანის საკითხს, არ ვიცი, რა არგუმენტებით მოხდა ეს. ჩამოვალ, გავარკვევ და ვისაუბრებ. პრინციპულია ის, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც აქვს სწორი და პრინციპული პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიების საკითხზე. არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში