ლევან ხაბეიშვილი პროკურატურისგან დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის თაბორის მთაზე მშენებლობის ნებართვის მიზანშეწონილობის შესწავლას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მთავარი პროკურატურისგან საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიასთვის თაბორის მთაზე სასტუმროს ტიპის მშენებლობის ნებართვის მიზანშეწონილობის შესწავლას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა ამ მიზნით დღეს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ზონალური საბჭოსგან თაბორის მთაზე სასტუმროს ტიპის მშენებლობის დაწყების უფლება 2017 წელს მოიპოვა. თუმცა, მანამდე, 2014 წელს თბილისის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობაზე უარი განუცხადა.

ხაბეიშვილი ინტერესდება, ხომ არ აქვს ადგილი ბექა ოდიშარიას მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და პროკურატურისაგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

„მნიშვნელოვანია ამ საკითხზე გამოძიება დაიწყოს. საქმე გვაქვს ან კორუფციასთან, ან თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან. ეს არის თბილისელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, როდესაც თაბორის მთის მოჭრაზეა საუბარი და სამშენებლო პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომ ოპოზიცია, მათ შორის მე, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ადგილი სამშენებლო პოლიგონად არ გადაიქცეს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე 2018 წელს ბექა ოდიშარიამ საპროექტო ესკიზების შეთანხმება მოახერხა და „დარჩა მხოლოდ მცირე დეტალები, რათა პროექტის განხორციელება დაიწყოს“.

ლევან ხაბეიშვილმა მიმართა თბილისის მერს, უკან გამოითხოვოს აღნიშნული მშენებლობის ნებართვა.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე ამ საკითხს დააყენებენ.

„მივმართავთ მერს პირველივე მთავრობის სხდომაზე, არ დაუშვას თავისი თავის ნარმანიზაცია და თბილისელებს კიდევ ერთი ალიყური არ გაარტყას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა