მინისტრი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გეგმავს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღის გადავადებას

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გეგმავს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღის გადავადებას, - ამის შესახებ Brexit-ის საკითხებზე დიდი ბრიტანეთის მინისტრმა სტივენ ბარკლიმ განაცხადა.

„შემიძლია უარვყო გავრცელებული ინფორმაცია. მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, მთავრობის ხაზი არის ის, რომ ევროკავშირი 29 მარტს უნდა დავტოვოთ. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ პარლამენტში. მნიშვნელოვანია რეფერენდუმის შედეგების პატივისცემა“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გაზეთმა The Daily Telegraph ინფორმაცია გაავრცელა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ევროკავშირიდან გასვლის გადავადების შესაძლებლობას სწავლობს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს კავშირიდან გასვლის თაობაზე 2017 წლის 29 მარტს შეატყობინა, ხოლო ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კავშირიდან გასვლა, გასვლის თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან ორი წლის თავზე ხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა