მამუკა მდინარაძე - ვინმეს გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია, ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვაზე, დატოვებაზე ან რაიმე სანქციის დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ყველა საკითხს განიხილავენ.

„გარწმუნებთ, რომ მაგალითად, ფრაქციის სხდომაზე ვინმეს გარიცხვაზე და საერთოდ, რაიმე მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით ამაზე საუბარი არ გვქონია. იმ შემთხვევისთვის მივიღეთ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება, რაც არ იყო დაკავშირებული მოსამართლეების საკითხთან. შეიძლება ვინმე სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ეს უნდა მიებას მოსამართლეების საკითხს და ეს არის მომგებიანი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კონკრეტულად ვინმეს დატოვებაზე, გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია. უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა, მათ შორის ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა და ეს მოხდება საგაზაფხულო სესიამდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ