ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 5 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი’’, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად 12 926 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 107,06 გრამი) აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 12,926 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა