ეკა ბესელია დავით ჭიჭინაძესთან, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კოლეგებთან დღეს გამართული შეხვედრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდა.

ბესელიას თქმით, მისი და მისი თანამოაზრეების შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე.

"თანამოაზრეები ვსაუბრობთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რათა ის იყოს, რაც შეიძლება გამჭვირვალე და ჯანსაღი. პოლიტიკური ინსტრუმენტები - ფრაქცია იქნება თუ რაიმე ტიპის ერთობა, არ არის მიზანი და თვითმიზანი. ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტად მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანას დავუტოვოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება ფრაქციასაც და უმრავლესობასაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ მოხდება თანხვედრა და ჩვენი პოზიციების ერთ შეთანხმებულ საკითხამდე მისვლა, შესაძლოა, ამ პროცესის ჯანსაღად გაგრძელება. თუ იქნება რადიკალური განსხვავება, ამის შემდეგ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს",- განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია საკუთარ კაბინეტში დღეს დავით ჭიჭინაძეს, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძეს შეხვდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ