ანონსი 10 იანვარი

10 იანვარს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე, თსუ-ის რექტორის გადაწყვეტილებებზე, უნივერსიტეტის მეცნიერების სარჩელზე განხილვებს დაიწყებს.

მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კვ.მ #6, სართული 6, დარბაზი #38

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

10 იანვარს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს შეხვდება.

თემა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურა.

მის.: ბოჭორმის ქ. #12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

10 იანვარს, 12:00 საათზე, „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში World Rising Stars-ის დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორების პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: აღმაშენებლის გამზ. #61, მე-5 სართული, ბლოკი C

საკონტაქტო ტელ.: 555 90 89 77

10 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 იანვარს, 13:00 საათზე, იაშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გრიპის ვირუსის მხრივ კლინიკაში არსებული მდგომარეობა; სასწავლო პროცესის გადადება, აუცილებელი ჰიგიენის წესები როგორც სახლში, ისე დაწესებულებებში და დეზინფექცია.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

10 იანვარს, 15:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სეზონური გრიპის ვირუსის თემაზე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კახეთის გზატკეცილი N99 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

საკ. პირი: სალომე გოგინაშილი -558 24 07 70

10 იანვარს, 16:00 საათზე, მთავარი პროკურატურის შენობაში, პატიმარ ბექა კირვალიძის მოშიმშილე დედას, ლია ბეჟაშვილს, მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, ლაშა ჩხარტიშვილი და სხვა უფლებადმცველები მოინახულებენ და მათთან ერთად დასახავენ შემდგომი საპროტესტო მოქმედებების გეგმას.

საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80

10 იანვარს, 19:00 საათზე, „ბიბლუსის გალერეაში“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული წიგნების - ვახტანგ ვახტანგაძის „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნების“ - წარდგენა გაიმართება.

მის.: კანდელაკის ქ. #7

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა