რომან გოცირიძე მმართველ გუნდში პროცესებზე - დღეს ვხედავთ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს

ივანიშვილის განცხადების შინაარსი ნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია მასთან იყო შეთანხმებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, დროის გაჭიანურება მიმართულია არა სიის შესაცვლელად, არამედ იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს სია იყოს მხარდაჭერილი.

რაც შეეხება ბესელიას კრიტიკას, გოცირიძის შეფასებით, ყველა განსხვავებული აზრი "ქართულ ოცნებაში" ისჯება.

„ის, რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ყველასთვის იყო ცნობილი. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება. დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს. ეს არის საჩვენებელი ყველასთვის, რომ ყველა, ვინც გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს, იქნება დასჯილი. ფაქტია, რომ ეს იყო პრევენციული ნაბიჯი სხვებისთვის",- აღნიშნა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა