ნაზი ჯანეზაშვილი - სჯობს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ გიორგი მიქაუტაძის კაბინეტში იშვიათად იაროს

სჯობს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ გიორგი მიქაუტაძის კაბინეტში იშვიათად იაროს და გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღოს, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მისი კოლეგის, ასევე არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, შოთა ქადაგიძეს „უპრინციპო ადამიანი“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრია, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება საბჭოში არ გააჩნია და საბჭოს მოსამართლე წევრების ნებისმიერ პოზიციას იზიარებს.

„გუწრფელად რომ გითხრათ, შოთა ქადაგიძის მსგავსი უპრინციპო ადამიანებზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს, მაგრამ ერთის თქმა კი შემიძლია -ის სიამაყით აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ 90 ხმით არის არჩეული იუსტიციის საბჭოში. მაშინ იმის პასუხისმგებლობაც აქვს, რომ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს და გადაწყვეტილებების მიღების წინ, ყოველდღიურად არ იჯდეს გიორგი მიქაუტაძის კაბინეტში“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, შოთა ქადაგიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საბჭოს არამოსამართლე წევრებთან ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესთან მიმართებაში განცხადება გაავრცელა. შოთა ქადაგიძე განცხადებაში წერს, რომ „ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანი არ არის საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, ისინი ახმოვანებენ სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა