ანონსი  11 იანვარი

11 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქსტატის 2018 წლის საქმიანობის შეჯამება.

მის.: ცოტნე დადიანის ქ. #30 (სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

11 იანვარს, 11:30 საათზე, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე პრესკონფერენციას გამართავს და ბავშვებში გრიპის ვირუსის მონაცემების შესახებ 2019 წლის პირველი კვირების განახლებულ ინფორმაცია წარმოადგენს.

11 იანვარს, 14:00 სააათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება. მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით)

საკონტაქტო პირები: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70; სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

11 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომიდან აცილების თაობაზე. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

11 იანვარს, 15:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ხარაგაულის მერის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები

მის: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა #8 (ქუთაისიპოსტის ოფისი)

11 იანვარს, 17:00 საათზე, პრესკლუბ "მედია რუმში" ხარაგაულის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თორნიკე ავალიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა დაპირისპირება

მის: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა #8 (ქუთაისიპოსტის ოფისი)

11 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ათონელის ქ. N 25

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა