პარაგვაიმ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

პარაგვაის ხელისუფლებამ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ განცხადება პარაგვაის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

„პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობამ საკონსტიტუციო უფლებამოსილებისა და ეროვნული სუვერენიტეტის აღსრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს ვენესუელასთან. განკარგულება გაცემულია დაიხუროს ჩვენი საელჩო ვენესუელაში და უკან იქნენ გამოწვეულნი იქ აკრედიტირებული პარაგვაელი დიპლომატები“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარაგვაის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარაგვაი „ლიმას ჯგუფის“ ქვეყნებთან ერთად არ აღიარებს ნიკოლას მადუროს უფლებამოსილებას და გასული წლის მაისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. პარაგვაის ხელისუფლებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვენესუელაში ადგილი აქვს საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა