აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - აშშ განაგრძობს ხისტი სასანქციო პოლიტიკის გატარებას რუსეთთან მიმართებაში

აშშ განაგრძობს ხისტი სასანქციო პოლიტიკის გატარებას რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.

„აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია უფრო ხისტია რუსეთთან მიმართებაში და უფრო მეტი სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე წინა ადმინისტრაციებმა და გააგრძელებს ამ პოლიტიკას“, - განაცხადა სტივენ მნუჩინმა.

მისივე თქმით, „აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტური სასანქციო პროგრამები შექმნას“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 აპრილს აშშ-მა სანქციები შემოიღო რუსეთის რიგი ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. მათ შორის იყოს ოლეგ დერიპასკა და მასთან დაკავშირებული კომპანიები „რუსალი“, „En+“ და ა.შ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა