ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან.

„ავერსის“ აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგებს, ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში გვაქვს, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ველოდებით. მომხმარებელს „ავერსის“ ვებ-გვერდზე პროდუქტის ძიების ველში შეუძლია ჩაწეროს პრეპარატის დასახელება და ნახავს, რომელ მისამართებზე შეეძლება „ტამიფლუს“ შეძენა“, - აცხადებენ „ავერსში“.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პსპ“-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორმა თორნიკე გურულმა განუცხადა, მათ სააფთიაქო ქსელშიც „ტამიფლუ“ უკვე თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება.

„პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „პსპ“-ს სააფთიაქო ქსელში არც პირბადეებზე და არც გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტებზე დეფიციტი არაა და მომხმარებელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად იღებს“, - განაცხადა თორნიკე გურულმა.

ცნობისთვის, მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა.

იხილეთ ვიდეო: სააფთიაქო ქსელებმა ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა