რომან კაკულია - იმედი მაქვს, ყველაფერს მოეფინება ნათელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია იმედოვნებს, რომ "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით “ბევრ რამეს მოეფინება ნათელი”.

მისი თქმით, ეკა ბესელიამ თავადვე დაანონსა მომავალი კვირის ორშაბათისთვის ყველაფერზე საუბარი.

"მე 2016 წელს შემოვუერთდი „ქართულ ოცნებას“ და მაინცდამაინც დიდი აქტიურობით არ მინდა გამოვირჩეოდე შეფასებებში. იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქალბატონმა ეკამ თავად დაანონსა ყველაფერზე საუბარი ორშაბათს. გუნდის სხვა წევრები, ვინც მასავით სათავეში ედგა „ქართული ოცნების“ შექმნას, ისინიც თავის პოზიციას დააფიქსირებენ. ჩვენ ყველანი ერთად ჩამოვყალიბდებით ალბათ, უფრო მოგვიანებით",- განაცხადა კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა