ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დღეიდან ე.წ. საზღვარზე ასევე გადაადგილება შეზღუდა.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო