იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით

წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, თებერვალსა და მარტში ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ იანვრის მეორე ნახევარი გრიპის შემთხვევების შემცირებით ხასიათდება.

„ეს ვარაუდი ეყრდნობა ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებულ სტატისტიკას, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დეტალურადაა მოწოდებული. ამ სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრის ბოლო-იანვრის დასაწყისი არის პირველი პიკი, იანვრის მეორე ნახევარი ხასიათდება შემთხვევების შემცირებით და თებერვალ-მარტში ბოლო წლებში შემთხვევების მატება აღინიშნა. შესაძლებელია წლევანდელი წელი გამონაკლისი იყოს, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, თუმცა, წინა წლების გამოციდლებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე თებერვალსა და მარტში ველოდებით შემთხვევების მატებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა