დავით ლოლაძე - გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, დავით ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ დრომდე H1N1-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ დავით ლოლაძემ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. ამასთან, როგორც დავით ლოლაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო მკურნალობას 25 პაციენტი გადის.

„ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის ინიციატივა მისასალმებელია, როდესაც ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობას პანიკაში აგდებს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ წელს ის არ ხდება, რაც არასდროს არ მომხდარა. გაცილებით უარესი მომხდარა, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში. გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება, უნდა გაგვახსენდეს შემოდგომის ბოლოსთვის, გავიკეთოთ გეგმური აცრა და ამ პერიოდს უფრო მობილიზებულები შევხვდეთ, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს. მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ღამის 03:00 საათს, როცა 40 გრადუსი ტემპერატურა იქნება და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდება”,- აღნიშნა მან.

ამასთან, დავით ლოლაძის თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მნახველებისა და პაციენტების ე.წ. თავმდგომების შესვლა შეზღუდულია, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

„ჩვენს კლინიკაში შეზღუდვები ვრცელდება, თუმცა ეს პაციენტის მიღებას არ ეხება, არამედ მნახველებს, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. მცხეთის სამედიცინო ცენტრში მომართვიანობა შემცირებულია, გუშინდელი მომართვებიდან მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევა იყო 6, საიდანაც 4 პნევმონია დადასტურდა. ამასთან, კლინიკაში არც ერთი დადასტურებული H1N1 არ არის, თუმცა ყველა რესპირატორულ დაავადებას უნდა შევხედოთ, როგორც დადასტურებულს და შესაბამისი სქემით ვუმკურნალოთ”,- აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო: ექიმების რეკომენდაცია მოსახლეობას - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა