დავით სერგეენკო - თუ ერთგან არ არის პირბადე, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს

თუ ერთგან არ არის პირბადე, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ იქნებ მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირბადეების სისტემური დეფიციტი არ არსებობს.

„საქართველოში ნამდვილად არ არის აფთიაქების დეფიციტი. 100 მეტრში შეიძლება 4 აფთიაქი იყოს. თუ ერთგან არ არის პირბადე, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ იქნებ მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს. პირბადეების სისტემური დეფიციტი ნამდვილად არ არის. თუ ცალკეულ აფთიაქში არ დევს, იქვე გვერდზე იქნება მეორე აფთიაქი, სადაც აუცილებლად იქნება,"- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა