მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სათათბიროზე განიხილეს რელიგიური ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემები, კერძოდ, რელიგიური დაფინანსების კუთხით ბენეფიციართა გაზრდის, რელიგიური სწავლების და სამართლებრივი რეგულაციების მიღების საკითხები.

სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ისინი შეისწავლიან რელიგიური ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ პრობლემებს, მოახდენენ მათ კლასიფიცირებას და წარადგენენ პარლამენტში განსახილველად. წინასწარი ინფორმაციით, შეიქმნება საპარლამენტო ჯგუფი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის არსებულ საკითხებს და შეიმუშავებს რელიგიის პოლიტიკის მიმართულებებს ქვეყანაში.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს ებრაელთა კავშირიდან - კავშირის თავმჯდომარე ედუარდ პალაგაშვილი და თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციიდან ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ირაკლი ჯავახიშვილი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოდან შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან მამა იუსიკ არუთინიანი და დეკანოზი არტაკ ანტონიანი, საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი და გურამ იმერლიშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიიდან - თეიმურაზ ბარდაველიძე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი გიორგი ჩიტაძე და პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ჩარლზ ჰობლიცი და კახაბერ ჩხაიძე, საქართველოს სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირიდან - გია კანდელაკი და ტარიელ პაპინაშვილი.

ინტერრელიგიური სათათბირო 2014 წლიდან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შეიქმნა და ფუნქციონირებს. მის საქმიანობაში მონაწილეობს საქართველოში არსებული ყველა რელიგიური გაერთიანება. სათათბირო მსჯელობს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა