პროკურორი - დ.ღ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და შემსუბუქება, არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას

დ.ღ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და შემსუბუქება, არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ცხადია, მოცემულ საქმეზე გავრცელდება სისხლისამართლებრივი დევნა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული არასრუწლოვნის, დ.ღ.-ს საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სასამართლო პროცესზე, სახელმწიფო ბრალდება არასრუწლოვნის აღკვეთის ღონსიძიების პატიმრობის შეცვლას არ დაეთანხმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრუწლოვნის, დ.ღ.,-ს სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.

„ვინაიდან, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დაასრულა ყველა მტკიცებულების გამოკვლევა, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეცვლილიყო, ან გაუქმებულიყო და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და ბრალდებულს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და შემსუბუქება, არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ცხადია, მოცემულ საქმეზე გავრცელდება სისხლისამართლებრივი დევნა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაცვის მხარეს კვლავ ჰყავს რამდენიმე მოწმე დასაკითხი, შესაბამისად, მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკები“, - განაცხადა ქვარცხავამ.

მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე აცხადებენ არასრუწლოვნის ადვოკატები, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და რომ დ.ღ.-ს ბრალეულობა არ დასტურდება. „დაცვის მხარის პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია, თუ რას ეფუძნება, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაკითხულია 90-ზე მეტი მოწმე. ასევე, გამოკვლეულია 14 ტომი წერილობითი მტკიცებულება, ასევე გამოკვლეულიია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, რომელთა საფუძველზე, ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას და სწორედ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, მოვითხოვთ, ერთადერთ, სამართლიან, დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ქვარცხავა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრუწლოვანი, დ.ღ. დღეს სხდომათა დარბაზიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ის 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.