საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროფესიულ სასწავლებელ „სახელობო სკოლის“  სახელოსნოებში  დამზადებული ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა გაიმართა

გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროფესიულ სასწავლებელ „სახელობო სკოლის“ სახელოსნოებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული სასწავლებელი „სახელობო სკოლიდან“ აცნობეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, მინის ნაკეთობები, ტანსაცმელი, თექის ნაწარმი და ა.შ. სასწავლებლის ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქო და სააქციო საზოგადოება „თელასი“.

გამოფენა 13 იანვრამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა