საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განაცხადებით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს. მისივე თქმით, დავალება პრეპარატის უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით გვიან ღამით მიიღო და შესრულების მექანიზმების გაწერა მიმდინარეობს.

„ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს ანტივირუსულ პრეპარატს რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის: ორსულები, მელოგინეები, ასაკოვნები, ბავშვები და სოციალურად დაუცველები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ პრეპარატის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სახის სხვა ბარიერს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში. გვიან ღამით გვქონდა ბოლო განხილვა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს უფასოდ, რათა ფინანსური ბარიერი საერთოდ განულდეს. მე ეს დავალება მივიღე გუშინ საღამოს. დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ შაბათს, დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვექნება საშუალება დღესვე გავიაროთ ეს საკითხი, თუმცა ეს არის პირველი მონახაზი“, - განაცხადა გუშინ დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს.

იხილეთ ვიდეო: "ტამიფლუს" უფასოდ დღეიდან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა