გიორგი მიქაუტაძე - უმრავლესობასა და პარლამენტში დაპირისპირება, ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსახილველი საკითხი არაა

უმრავლესობასა და პარლამენტში დაპირისპირებები, ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსახილველი საკითხი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტების კითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასა და მმართველ გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის აღნიშნულის შეფასებას ვერ გააკეთებს.

„ჩემი სურვილი იქნება მეტი საქმიანი მიდგომა გამოვიჩინოთ და თუ უკმაყოფილება არსებობს, ამას უნდა ჰქონდეს თავის მიზეზი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, კანდიდატების დასახელება მოხდა მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრულად შესაბამისად.

„ეს კანდიდატები აკმაყოფილებენ დღეს მოქმედ ყველა კრიტერიუმს, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონითაა გაწერილი. თუ სხვა კრიტერიუმები იქნება დამატებით შემუშავებული, ყველა მათგანი დაექვემდებარება ამ კრიტერიუმებს. ჩემი პოზიცია არის, რომ მეტი საქმიანი მიდგომა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, სიის ფორმალურად ჩაგდების შემთხვევაში წარდგენილი 10 მოსამართლე ისევ იქნება თუ არა, მიქაუტაძემ კონკრეტულად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს 10 კანდიდატურაც და სხვებიც დაექვემდებარებიან შემუშავებულ კრიტერიუმებს, რომელსაც სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა