ვანში  სამართლადამცველებს შორის რესტორანში ჩხუბი მოხდა

ვანში, სამართლადამცველებს შორის რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ დაპირისპირების ფატზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: ჩხუბი და გარჩევა რესტორანში სამართალდამცველებს შორის: ვანში ერთმანეთს პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა