ბიძინა გეგიძე - იმედგაცრუებული ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედებით,  მან ვერ შეძლო პროგრესული და ღია პროცესის შექმნა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია. შესაბამის განცხადებას ბიძინა გეგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„იმედგაცრუებული ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედებით და იმ შემოთავაზებული სცენარით, რომელიც მოსამართლეების სიას უკავშირდება. მან ვერ შეძლო პროგრესული და ღია პროცესის შექმნა, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო“.- წერს ბიძინა გეგიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა