„ნაცმოძრაობის“ წევრი  გიგა შუშანია - რესტორანში ერთმანეთს ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ვანში, რესტორან „მასპინძელოში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია საუბრობს.

როგორც ის განმარტავს, სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩვენი ინფორმაციით, ვანში, რესტორანში, სუფრაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები. იმ დროს, როცა ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში ამ მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობაა და ძალოვანი უწყებები დაკავებული უნდა იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან დაკავებული. ეს ნათლად მიუთითებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჩაფლული“, - აცხადებს შუშანია.

შეგახსენებთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გენინსპექციებმა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირებაში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა