მაიკ პომპეო - მჯერა, ამერიკული ძალების მიერ სირიის დატოვების შემდეგ ანკარა ქურთ მებრძოლებს დაიცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი თურქეთთან შეთანხმების მიღწევისადმი და სჯერა, რომ ამერიკული ძალების მიერ სირიის დატოვების შემდეგ ანკარა ქურთ მებრძოლებს დაიცავს. ამის შესახებ განცხადება პომპეომ აბუ-დაბიში ვიზიტისას გააკეთა.

„აშშ აღიარებს თურქი ხალხის და ერდღოდანის უფლებას, დაიცვას თავისი ქვეყანა ტერორისტებისგან. თუმცა, ამასთან, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან მთელი ამ დროის განმავლობაში, იმსახურებენ იყვნენ დაცულები“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, ამერიკული მხარე ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან ერთად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. ოფიციალური ანკარა კი ქურთულ მოძრაობას ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს და პირობას დებს, რომ მათ გაანადგურებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა