ანონსი 14 იანვარი

ანონსი 14 იანვარი

14 იანვარს, 11:00 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

14 იანვარს, 11:30 საათზე პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: პრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

14 იანვარს, 11:30 საათზე, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრებიან.

14 იანვარს, 12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II საახალწლო პარაკლისს აღავლენს.

14 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.

მის: ათონელის ქ. N 25

14 იანვარს, 12:00 საათზე პარლამენტში, ბრიფინგების ოთახში ეკა ბესელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

14 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 იანვარს, 13:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

14 იანვარს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ეკა ბესელიას შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან.

საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

14 იანვარს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

მის.: მერაბ ალექსიძის ქ. N1/3

14 იანვარს, 17:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება.