გია ხუხაშვილი ბესელიაზე - როცა თამასას მაღლა სწევ, არის მოლოდინი და ამ დროს ახალს არაფერს ამბობ, უცნაურია - არ მიმაჩნია პროცესის მედროშედ ეკა ბესელია

ეკა ბესელიას პრესკონფერენციაზე არც ერთი ახალი ამბავი არ ყოფილა, თუმცა თავისთავად პროცესი საინტერესოა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

გია ხუხაშვილი მიჩნევს, რომ საინტერესო თავად „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესია, ხოლო ამ პროცესის გამომწვევი, ექსპერტის აზრით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის რყევაა.

ეკა ბესელიამ ფაქტობრივად დღეს გაიმეორა ყველაფერი ის, რასაც ლაპარაკობდა ამ დღეების განმავლობაში. მას პრაქტიკულად ახალი არაფერი უთქვამს. ეს ცუდია, რადგან როდესაც ის თამასას ძალიან მაღლა სწევს და არის გარკვეული მოლოდინი და ამ დროს არაფერს არ ამბობს, ეს რბილად რომ ვთქვათ უცნაურია.

ვფიქრობ, რომ ეს პრესკონფერენცია შეცდომა იყო, არც ერთი ახალი ამბავი არ ყოფილა, თუმცა თავისთავად პროცესი საინტერესოა. არ მიმაჩნია ამ პროცესის მედროშედ ეკა ბესელია. თუ მას ის ილუზია აქვს, რომ მოვლენების ეპიცენტრში იქნება, ასე ვერ მოხდება.

გუნდი „ქართულ ოცნებას“ პირობითად შეიძლება ეწოდოს. ძალიან ეკლექტური წარმონაქმნია. რაც ახლა ხდება, ეს სიახლე არაა და ურთიერთზიზღი და შეუთავსებლობა დამახასიათებელი იყო „ქართული ოცნებისთვის“. უბრალოდ ახლა გამოვლინდა სააშკარაოზე არა იმ მიზნით, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაჩნდა, არამედი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი შეირყა.

ეს თავისთავად კარგი პროცესია, რადგან ვუყურებთ ბაბილონის გოდოლის ნგრევის პროცესს და საერთოდ, რაც მანკიერია უნდა დაინგრეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა