სოფო კილაძე - რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში გააკეთა  აქცენტი

„თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე ბატონმა ბიძინამ თავის განცხადებაში გააკეთა დეტალებზე აქცენტი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კილაძე გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის თქმითაც, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ფოფხაძის კანდიდატურა გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან.

„თუ რა მოხდა სინამდვილეში და რა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, ამაზე ბატონმა ბიძინამ თავის განცხადებაში გააკეთა დეტალებზე აქცენტი. ამიტომ, მე მგონია, რომ არ იქნება მართებული, ამ განცხადების მიღმა კიდევ რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ძალიან ნათლად იყო გამოხატული მის განცხადებაში,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს