16 იანვარს დუშეთს და რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

16 იანვარს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურს და მასზე დაერთებულ დასახლებებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს.

“შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე გამოვლენილი ბუნებრივი აირის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე 16 იანვარს, 8:00 საათიდან 14:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურს და მასზე დაერთებულ დასახლებებს: დუშეთს, ლაშარის ჯვარს, წითელსოფელს, ჭოპორტს, ახატანს, აბანოსხევს, ბულაჩაურს, ქუბრიაანთკარს, ბოდორნას, ვარშინაათკარს, პირმისიანთკარს, ბაზალეთს, ჩანადირებს, არაგვისპირს, ბიჩნიგაურებს, ჟინვალს, ქვემო არანისსა და მჭადიჯვარს.

ბუნებრივი აირის აბონენტებისათვის მიწოდებას 14:00 საათის შემდეგ უზრუნველყოფს გამანაწილებელი კომპანია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა