112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის განცხადებით, 112 მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის, ოთარ ტატალაშვილის განცხადებით, შს სამინისტროს ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. მისი თქმით, 112-ში ზარების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.

„112-ში ზარების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რის გამოც შს სამინისტროს ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, რაც გულისხმობს ოპერატორების რაოდენობის ზრდას. ჩვეულებრივ რეჟიმში გვყავს 40 ოპერატორი, ამ ეტაპზე კი გვყავს 60 და თუ საჭირო იქნება, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ეს დამოკიდებულია ზარების რაოდენობაზე. ასევე, 7-8 იანვრიდან შემოგვიერთდა ოჯახის ექიმთან ვიზიტიც, რომლებიც შესაბამის დაწესებულებებში, კვირაში 7 დღით, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ამან გამოძახებები და ზარები საგრძნობლად შეამცირა”,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 112-ში ზარების რაოდენობა მცირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა