თამარ ჩუგოშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით არ უნდა ვეძებოთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით არ უნდა ვეძებოთ - მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სასამართლო სისტემის გარეთაც მოვძებნოთ და უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

„კარგი იქნება თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მაქსიმალურად ფართო ველზე დაიწყება. ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები, გვყავს ღირსეული ყოფილი მოსამართლეები, გვყავს ძალიან კარგი იურისტები მათ შორის აკადემიურ წრეებში. ჩემი აზრით, მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ უნდა ჩაიკეტოს და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სისტემის გარეთაც მოვძებნოთ და უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებული არიან, თუ როგორ წარიმართება პროცესი.

“ველოდები, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან რამდენიმე ვერსია იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა დაინტერესებული პირებიდან შემოთავაზებული იქნება იდეები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმები და რა პროცესი უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ მოსამართლეთა კანდიდატები შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. წელიწადზე მეტია, რაც სამუშაო ჯგუფი არსებობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს თანამშრომლობა და ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ის იდეა და ვერსია შევაჯეროთ, რაც პარლამენტისთვის იქნება წარმოდგენილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა იანვრის ბოლომდე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა