თამარ ჩუგოშვილი - შემიძლია ჩემი პირადი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ გადადგმულია მორიგი ნაბიჯი უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ

შემიძლია ჩემი პირადი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ გადადგმულია მორიგი ნაბიჯი უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის გაძლიერებიკენ არის მიმართული, ბუნებრივია, ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულო შეიძლება იყოს. რაც შეეხება ავტოკეფალიასთან და ეკლესიებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს თავად ეკლესიების საქმეა. შემიძლია ჩემი პარადი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ გადადგმულია მორიგი ნაბიჯი უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა