საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 16 იანვარს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფარული კენჭისყრით და სხდომაზე დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს 2 წლის ვადით აირჩევენ.

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედედად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოზიცია ახალი თავჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი , ასევე საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო: საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა