მაია ცქიტიშვილი მოსამართლეთა სიაზე - დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება

დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასა და უმრავლესობის ნაწილთან ეკა ბესელიას დაპირისპირების თემაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

,,სიასთან დაკავშირებით პოზიციას, რომელიც უკვე გაჟღერდა, ვიზიარებ, ამ გადაწყვეტილებით, ორგანული კანონის დონეზე დარეგულირდება და განისაზღვრება ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მოსამართლეთა შერჩევა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრიტერიუმებიც იქნება დადგენილი. მოგეხსენებათ, რადგანაც ორგანული კანონია მაღალი დონის კონსენსუსია საჭირო პარლამენტში და შესაბამისად, მჯერა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, რომელსაც სასამართლოს ბედი აინტერესებს საქართველოში დარწმუნდება, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა