ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია

რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია, რომელიც მცდარ და დესტრუქტიულ სტრატეგიას წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს გაფართოების კურსს ცივი ომის პერიოდის გადმონაშთად განვიხილავთ. ეს მცდარი და დესტრუქციული სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიაა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბალკანეთში თავისი ყოფნის გაძლიერებას ცდილობს.

„ამგვარად კი ისინი უბრალოდ გამყოფ ხაზებს ქმნიან ევროპულ კონტინენტზე და უხეშად არღვევენ უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, არა სტაბილურობის განმტკიცებას, არამედ ევროპაში დაძაბულობის ზრდას იწვევს“, - დასძინა რუსეთის ლიდერმა.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინი ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსს ცივი ომის პერიოდის გადმონაშთს უწოდებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა