ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობა შეიცვლება.

„როგორც იცით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2015 წელს ჩატარებული იქნა გამოკვლევა ყველა ხიდთან მიმართებაში და ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რომელი ხიდების რეაბილიტაცია არის პრიორიტეტი და ამის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, ასევე გარე განათების, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია, ასევე დაბინძურებული შიდა სივრცის დასუფთავება. სამუშაოები 4-5 თვის განმავლობაში განხორციელდება. ჩემი თხოვნა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როდიდან დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა