„ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები

„ევროპულმა საქართველომ" მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა წარადგინა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული დარღვევა უნდა იყოს დამაბრკოლებელი კრიტერიუმი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის.

„ჩვენი ინიციატივების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. ერთი-ერთი მიმართულება არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დამატება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა უნდა იყოს პირდაპირ გათვალისწინებული, როგორც დამაბრკოლებელი კრიტერიუმი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის.

მეორე - ავტორიტეტული საერთაშორი ინსტიტუტების სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე, უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი. ამავე დროს, იურიდიულ კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დეპუტატების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველის წარმომადგენლობა, ადვოკატთა ასოციაცია,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს; ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად.

„ამავე დროს, ოპოზიციისთვის უნდა იყოს გარანტირებული დრო იმისთვის, რომ კანდიდატს გაესაუბროს კითხვა-პასუხის რეჟიმში. პლენარულ სხდომაზე უნდა წარიმართოს პირველი მოსმენის წესით. ანუ იქაც დაისვას კითხვები ყველა კანდიდატთან. ამავე დროს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხსნას დისკრეცია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2021 წლიდან შეუზღუდავად უნდა ამოქმედდეს. უნდა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ყველა მოქალაქისთვის ონლაინ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასამართლოს აქტები.

ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც შეზღუდავს სასამართლოს მმართველი ჯგუფის გავლენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. ამასთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრებს გავმართავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ევროპულ საქართველო" - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა