არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კოლეგებთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, ტურიზმზე, ინვესტიციებსა და ურთიერთმხარდაჭერაზე გამახვილდა. განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის საკითხები და მომავალი ვიზიტები.

არჩილ თალაკვაძემ საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას დელეგაციას მადლობა გადაუხადა გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება. ასევე, მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც თბილისში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება.

საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 18 იანვარს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა