გურამ დონაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზეა მსჯავრდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დონაძის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

ის სააპელაციო საჩივარს სასამართლოში ხვალ შეიტანს.

როგორც ველიჯანაშვილი აღნიშნავს, სასამართლომ მიკერძოებული გადაწყვეტილება გამოიტანა და ის დასაბუთებულ განაჩენშიც ვერ გაექცა ტენდეცნიურობას.

„გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა არის 18 იანვარი, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ შევიტანოთ სააპელაციო საჩივარი, სადაც დავასაბუთებთ თუ რამდენად უსამართლო და მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

სასამართლო სრულიად მიკერძოებულია ამ გადაწყვეტილების დაწერის დროსაც კი. მას თავის განაჩენში არც კი მოუყვანია დაცვის მოწმეები, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს. ამის მიზანი არის მარტივი, სასამართლო ამ ჩვენებას ვერ გაექცეოდა. დავკითხეთ პატრულის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და რომლებმაც იქ იარაღი დაინახეს. ეს მოწმეები სასამართლოს განაჩენში მოყვანილი არ ჰყავს.

გარდა ამისა, უამრავი დარღვევაა. სასამართლომ წარდგენილი ვიდეომასალა არ გაიზიარა თურმე იმის გამო, რომ მონტაჟი იყო, მაშინ როცა არის მონაკვეთები, რომელიც სრულიად დაუმონტაჟებელია და დეტალურად ხსნის ჩვენს პოზიციებს. სასამართლო არის ტენდენციური და მხოლოდ ის გამოიყენა, რაც თავისი შეფასებით ბრალს ადასტურებს. სინამდვილეში კი, ამის გამომრიცხავი უამრავი მტკიცებულება იყო ჩვენს მიერ გამოკვლეული“, - აცხადებს ველიჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დანარჩენი მსჯავრდებულებიც - ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილიც გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ გასული წლის 18 დეკემბერს სცნო. ყველა მათგანს, გარდა ზაზა ბაქრაძისა, 5 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება ბაქრაძეს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

იხილეთ ვიდეო: გურამ დონაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა