მიხეილ ბატიაშვილი - უმაღლესი განათლება და მეცნიერება უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი

“უმაღლესი განათლება და მეცნიერება უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი”, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

განათლების ყველა მიმართულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, უმაღლესი განათლების კუთხით, რეფორმის მთავარი ამოცანა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა იქნება. მისი თქმით, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, ასევე, მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რათა საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი გახდეს.

„თუ ვსაუბრობთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ამ მიმართულებით რეგიონში ლიდერობაზე, მეცნიერების განვითარების გარეშე ამას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა