ევროკომისიის წარმომადგენელი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადების გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავთ, თუ ლონდონი ოფიციალურად მოგვმართავს

ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადების გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს, თუ ლონდონი ოფიციალურად მიმართავს აღნიშნული თხოვნით. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.

„ამ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთს ასეთი თხოვნით არ მოუმართავს. თუ შესაბამისი არგუმენტირებული თხოვნით მოგვმართავენ, მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს, რათა გადაწყვეტილება ერთსულოვნად იყოს მიღებული“, - განაცხადა მარგარიტის სხინასმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

აღნიშნულ შეთანხმებაში ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ტერეზა მეის მთავრობა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი 2020 წლის ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს, ხოლო მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდია ერთიანი ევროპულ საბაზრო სივრცეში უნდა დარჩეს, რაც ლონდონში აღიქმება, როგორც თავის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა