ირმა ჭკადუა - პროკურორი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე

ეჭვი მაქვს, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობაზე მხარს არ დამიჭერენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომელმაც შესაძლოა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობაზე კენჭი იყაროს.

როგორც ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დააყენებს თუ არა ის კანდიდატურას, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მიიღოს ინფორმაცია სხვა კანდიდატებზე, რაც მას კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

„არ ვიცი ვინ იქნებიან კანდიდატები. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას. დავაყენებ თუ არა ჩემს კანდიდატურას, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გამოთქვამს კიდევ სურვილს. მე ვფიქრობ, რომ კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე. ეჭვი მაქვს, რომ მხარი დაუჭირონ ჩემს კანდიდატურას“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვა და დამტკიცების პროცედურა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო. კანდიდატებს განიხილავს 15-წევრიანი საპროკურორ საბჭო, რომელშიც შედიან პროკურორები, ასევე საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს. რაც შეეხება უმრავლესობას, მას წარმოადგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომლის პოზიციაც უცნობია, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერჯერობით ეკა ბესელიას არ დაუფიქსირებია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია