ნათია მეზვრიშვილი - საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს ეხებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ნათია მეზვრიშვილმა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.

„მე ვისაუბრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლის დასაწყისში გადავდგით, თქვენ იცით, რომ იყო ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა. სხვათაშორის, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ამ კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებულია და მთავარია ის, თუ როგორ რეაგირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე სამინისტრო. გასული წლის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ - 2018 წელს თუ შევადარებთ 2017 წელს, დეპარტამენტის საქმიანობამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს ზოგადად დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით, მათ შორის არის რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით. სხვა მხრივ, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა