„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დიდი დიღმის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო: საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა